პოლიტიკა

სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლისას სკამები შეატრიალეს და პროტესტის ნიშნად ზურგი აქციეს

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლისას სკამები შეატრიალეს და პროტესტის ნიშნად ზურგი აქციეს.

დეპუტატების პროტესტი ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზას მოჰყვა, რომლის თქმით, „ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, აქ დატრიალდებოდა მეორე მარიუპული“.

„რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, თქვენ დღეს აქ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდიდით საქართველოს. თქვენგან განსხვავებით ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. წინაზე დაგისვით კითხვა და მოგიწევთ გასცეთ პასუხი რას ემსახურებით?“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის არგუმენტი, რომ ივანიშვილს ყველა თანამდებობაზე საკუთარი ხალხი ჰყავს, უსაფუძვლოა, ვინაიდან „არცერთი ქვეყანა საკუთარ მთავრობას ოპოზიციით არ მართავს“.

„ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკური თანამდებობდა და ახლა არგუმენტი გაქვთ, რომ ივანიშვილს თურმე ავტორიტეტი აქვს. უკაცრავად, მაგრამ მინდა შევახსენო ამ ძალიან „კონსრუქციულ“ ოპონენტებს, აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტ ობამას კადრები დაბრუნდნენ სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს იგივეა ობამას დააბრალო ოლიგარქიული ტიპის მმართველობა. მთავარი არგუმენტი გაქვთ, რომ ივანიშვილის ხალხია ყველა თანამდებობაზე. უკაცრავად, მაგრამ სააკაშლის ხალხი ხომ არ იქნება? რომელი ქვეყანა მართავს ოპოზიციით საკუთარ მთავრობას. ჩვენ ვართ ივანიშვილის დაფუძნებული გუნდი, მისი პოლიტიკის გამგრძელებლები და ეს არის აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“თაიმერი”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close