საზოგადოება

საზარელ და საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე – თემქაზე თავმოჭრილი კატები იპოვეს

ვანდალიზმი და ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა თბილისში… სოციალური ქსელის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში მომხმარებელი წერს, რომ თემქაზე მდებარე წიწვოვან ტყეში თავმოჭრილი კატები იპოვეს. პოსტს სხვა რამდენიმე ადგილობრივიც ეხმაურება და ანალოგიურ ინფორმაციაზე წერს. ადგილობრივები პოლიციას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ტყეში არაშენდას მხარეს უკვე მეოთხედ ვიპოვეთ თავმოჭრილი კატა ბოლო 10 დღეში. თუმცა მანამდეც არ გვაკლდა მოკლული კატები ამ ტერიტორიაზე.
თუ აქ ხართ ვინც ამას აკეთებთ, ქურციკებივით სოროებში რომ იმალებით და იქედან ღამით იპარებით კატების დასაკლავად და თუ გგონიათ რომ სწორად იქცევით დღისითაც გამოჩნდით, რატომ იმალებით?
ადამიანის რასა მარსის კოლონიზაციას იწყებს და თქვენ ისევ დეპრესიულ ლუზერებად რომ ჩარჩით, არ გიტყდებათ?
ის, ვინც მსგავს რამეს აკეთებს, საზოგადოებისთვის საშიშია და წესით ეს ამბავი სერიოზულად მისაღები და საყურადღებია, რეაგირების გარეშე, არ უნდა დარჩეს“, – წერს ადგილობრივი.

პოსტს არაერთი გამოხმაურება აქვს:

„ცუდ რამეს ეთამაშებიან და არ მომწონს ეს ამბავი“.

„მეც ვნახე რამოდენიმეჯერ პატარა კნუტები თავწაცლილები მაგ ტყეში. საშინელებაა მართლაც. მსგავს ვინც ჩადის ადამიანი არ ქვია“.

„არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ ეს ამბავი და მსგავსი თუ კიდევ მომხდარა მგონი შესაბამის ორგანოებს უნდა მივმართოთ“.

„უი, ეს არ არის უბრალოდ კატის მოკვლა, გაცილებით საზარელ და საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე. აშკარა სადიზმია და ძალიან შემაშფოთა“.

„ეგ ვიღაც ან მანიაკია, ან სექტანტი. რაღაც რიტუალურს ჰგავს“.

წყარო: „პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close