საზოგადოება

სააღდგომოდ ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება​ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სააღდგომოდ ფართომასშტაბიანი ლოკდაუნი არ იგეგმება.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ თავიდან იქნას აცილებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება, რასაც მთავრობა უკვე აკეთებს.

“ამ ეტაპზე, ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის რთულად გადაიტანს. ამდენად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი, მცირე, წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე, მიმდინარე პროცესში კეთდება,”- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close