პოლიტიკა
სააკაშვილს პროვოკაციებისთვის თავის არიდებისკენ მოვუწოდე — ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრაზე საქართველოში პროვოკაციებისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა.
“ევროპარლამენტართან შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, პროვოკაციებს თავი აარიდოს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას პატივი სცეს”, — წერს კალიურანდი ტვიტერზე.