საზოგადოება

“სააკაშვილი, შვილისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებმაც ის აქ სასიკვდილოდ ჩამოიყვანეს” – გვარამია

თუმცა ცხადია, შვილს არ ემიჯნება, პირიქით, ამბობს, რომ მიხარია, ინტერვიუ მისცა, საკუთარი აზრები გადმოსცა

მიხეილ სააკაშვილი, შვილისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და აქ ჩამოიყვანეს, რათა მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ  განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილის თქმით, მისი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი სრულწლოვანია და გააჩნია საკუთარი პოზიციები, რომლებსაც მამასთან შეთანხმების გარეშე გამოთქვამს.

„სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა „რადიო თავისუფლების“ გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით, საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მისი სიკვდილი და ეს შეიძლება, ურჩევნიათ. თვითონ მიშამ მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, თავისი აღქმები აქვს, პოზიციები და იგი აფიქსირებს ამ ყველაფერს მამასთან შეთანხმების გარეშე. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და აქ ჩამოიყვანეს, რათა მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია, შვილს არ ემიჯნება, პირიქით, ამბობს, რომ მიხარია, ინტერვიუ მისცა, საკუთარი აზრები გადმოსცა, ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც აქვს კომენტარის გაკეთების უფლებაც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close