პოლიტიკა

სააკაშვილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება პრემიერი – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პრემიერობის კანდიდატები შესაძლოა, წინასწარ დაასახელონ, თუმცა, სამთავრობო კოალიციაში რომელი პარტიის კანდიდატი გავა, მოლაპარაკების საგანი იქნება.

ბოკერია არ აკონკრეტებს, ვის განიხილავს “ევროპული საქართველო” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში, ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახელება შეცდომა იქნება.

“იმიტომ, რომ ჭრელ ოპოზიციაში სააკაშვილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება პრემიერი. შანსი იმის, რომ ამ ჭრელ ოპოზიცაში მოიპოვოს კრიტიკული მასის მხარდაჭერა, მიზერულია და სამართლებრივი ბარიერებიც აქვს. ის არის დევნილი, მას უნდა ჰქონდეს შანსი, დაბრუნდეს საქართველოში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს ვერ მოხდება მყისიერად. იმის შემდგომ არჩევნებზე უფრო მეტი შანსი ექნება, რომ იყოს მისი პარტიის კანდიდატი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრემიერი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და პრემიერობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს.

„ნეტგაზეთი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close