Sliderპოლიტიკა

“სააკაშვილი ასხივებს მომავლის იმედს, ის ასხივებს გამარჯვებას, ასხივებს რწმენას“ – თინა ბოკუჩავა

“სამწუხაროდ, ვერ შევძელი სხდომის დარბაზში შესვლა, ძალიან შეზღუდული იყო შემსვლელთა რაოდენობა და იცით, რომ ამასაც ხელისუფლება მაქსიმალურად სპეციალურად ზღუდავს, თავიდან სიგნალის საშუალება არ უნდა ყოფილიყო. მერე მხოლოდ ერთ ტელევიზიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცეს, შემდეგ ამბობდნენ, რომ ჩიპით გამოტანის საშუალებაც არ იქნებოდა, პირდაპირი მაუწყებლობის შესაძლებლობაც არ იქნებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში შესაძლებელი გახდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოესმინათ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა და ამის ეშინოდა ყველაზე მეტად ივანიშვილს, იმიტომ რომ, თუ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიმე ადამიანი, მართლაც გამოხატავს იმედს ხვალინდელი დღის, მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა ხელოვნურად შეუზღუდეს თავისუფლება და ის პოლიტიკური პატიმარია ამ რეჟიმის, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ის ასხივებს მომავლის იმედს, ის ასხივებს გამარჯვებას, ასხივებს რწმენას რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close