პოლიტიკა

სააკაშვილი ადვოკატებთან სასჯელის გადავადებისა და სახლის პირობებში მკურნალობის გავლის შესახებ კონსულტაციებს გაივლის

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი უფლებადამცველები მოინახულებენ. განხილვის მთავარი საკითხი სასჯელის გადავადება და სახლის პირობებში მკურნალობა იქნება.

მიმართავენ თუ არა აღნიშნული ინიციატოივით ადვოკატები იუსტიციის მინისტრს, ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.

“არაერთი კონსილიუმია შექმნილი და ამ კონსილიუმის ფარგლებში შესაძლებელია ყველა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ჩართვა, ვინაიდან უზრუველყოფილი იქნეს მაქსიმალურად კვალიფიციური მომსახურების გაწევა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და ამასთან დაკავშირებით ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომ თუ დასჭირდება მის ჯამრთელობას და მის გამოკვლევებს უცხოელი ექიმების ჩართულობა, ყველაფერი უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ. მოვინახულებთ მიხეილ სააკაშვილს, გავეცნობეით, აქ გაჟღერდა რაღაცა ფანჯრის გაღება-დაკეტვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის გარემო, სადაც შესაძლებელია, რომ მას გაეწიოს მკურნალობა და თან ამ რაღაც შევიწროვებაში ვიყოთ, არ ვიცი… მოვინახულებთ მიხეილ სააკაშვილს, გავეცნობით ყველა იმ დეტალს, რაც გაჟღერდა ამ დღეებში და დაშემდეგ დაწვრილებით მოგახსენებთ, – თქვა  შოთა თუთბერიძემ.

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების და სახლში მკურნალობის ინიციატიავით მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყოფშიძე გამოვიდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close