საზოგადოება

“სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არაა, თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე და წამლებზე” – ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე

„წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ექიმებისგან შემდგარმა კონსილიუმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს, გაიკეთოს ტესტები და მიიღოს წამლები. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ, მოსალოდნელზე უკეთ გრძნობს.

„ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი. როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე. თანახმაა წამლებზე“, – აღნიშნა ყიფშიძემ და განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს.

„წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძალიან მხნე აქვს. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ, ეს მომენტი დადგება. შიმშილობაზე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ინდივიდუალურია. ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი. ხვალ ვაპირებ კიდევ მოვიდე და ვნახო. ადამიანი ორი კვირაა შიმშილობს და წითელი ლოყები რომ არ ექნება, ხომ გესმით? კიდურებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. გადაადგილებით სად უნდა გადაადგილდეს? პატარა ადგილი აქვს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close