Sliderსაზოგადოება

სააკაშვილის მორიგი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, დეპუტატები გორის ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევლენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ.

„ჩემი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს. გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამ შემთხვევაში მოხდა გარკვეული დროით შეფერხება. უნდა მიგვიღო სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად, თუ როგორ გაგრძელდებოდა და რა იქნებოდა საფუძველი დეპუტატების შესვლის. დილიდან შედგა შეხვედრა და ჩვენი მხრიდან იყო მიხეილ სარჯველაძე, იყო ოპოზიციის წარმომადგენელიც და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ. მგონი უკვე შევიდა ერთი დეპუტატი ან აპირებს შესვლას“, – აცხადებს კახა კუჭავა.’

შეგახსენებთ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომელიც მან ორიოდ დღის წინ გააკეთა:

“მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატებს რომ არ ეძლევათ შეხვედრის შესაძლებლობა, ეს არის პოლიტიკური იზოლაციონალიზმი. ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდონ. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია: თუ ეს გაგრძელდება და არ დაესმება წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close