Sliderსამართალი

სააკაშვილმა მკერდით შესრულებულ ნახატში ბიუჯეტიდან 16 245 ლარი გადაიხადა

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მკერდით შესრულებულ ნახატზე ისაუბრა, რომელიც ბრალდების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯზე 16 245 ლარად შეიძინა.

„ერთ-ერთი ასეთი ნახატი შეიძინა მიხეილ სააკაშვილმა, ისევ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯზე და ისევ საიდუმლო გრიფის პირობებში. თუმცა რთულია წარმოვიდგინოთ რა იყო აქ საიდუმლოება“, – განმარტა გულუაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close