სამართალი

რუსთავში სიკვდილს გადარჩენილი მამაკაცი პოლიციამ დააკავა (ვიდეო)

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გამვლელებმა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გაჩერებულ ავტომობილში უგონო მდგომარეობაში ნახეს და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.სავარაუდოდ, მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი “ინფო რუსთავს” უყვება, ახალგაზრდა მათი მეზობელი არაა და კორპუსის მცხოვრებლებმა პირველად ნახეს.”ვინც დაინახა, რომ ბოლი გამოსდიოდა მანქანას, იმან გამოიძახა სასწრაფო, მან გადაარჩინა ფაქტიურად. ცუდად იყო, ამ კაცს კი ეგონა, რომ ცეცხლი ეკიდა მანქანას.  გონება დაკარგული ჰქონდა და ხროტინებდა. ახალგაზრდა ბიჭია, ავადმყოფობის არაფერი არ ეტყობა, მშვენიერი შეხედულების ბიჭია, ჯანმრთელი და რა მოხდა ნამდვილად ვერ გეტყვით. ბორკილები დაადეს და წაიყვანეს, ეტყობა დააკავეს. პირველად დავინახე, აქ არ ცხოვრობს, არც არავისთან დამინახავს. 27-28 წლის იქნება”,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების შემდეგ, მივიდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟებიც, რასაც მამაკაცის დაკავება მოჰყვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close