მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, გათავისუფლებულთა შორის “აზოვის” პოლიკის 108 მებრძოლია

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. გათავისუფლებულია 215 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, „აზოვის“ პოლკის 108 მებრძოლი. ამის შესახებ BBC წერს.

უკრაინული მხარის განცხადებით, ტყვეების გაცვლა თურქეთის პრეზიდენტის ჩარევით გახდა შესაძლებელი. ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის პოლკის 5 მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება, რაც პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო.

უკრაინის პრეზიდენტი მათ უკვე ესაუბრა. უკრაინელი მებრძოლების გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთში დააბრუნეს 55 რუსი ტყვე, ასევე, უკრაინელი ბიზნესმენი, პუტინის ნათლიმამად წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი.

რუსეთმა 10 უცხოელი სამხედრო ტყვეც გაათავისუფლა, რომლებიც ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. გათავისუფლებულთა შორის არიან ამერიკელები ალექსანდრ დრიუკე და ენდი ჰიუინი, ასევე, ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეები. მათ ნაწილს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში, სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა. ტყვეების გათავისუფლება საუდის არაბეთის შუამავლობით და უკრაინის ჩართულობით მოხერხდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close