პოლიტიკა

როცა 48 მილიონს იპარავ, არ გაქვს უფლება დარჩე პოლიტიკაში – ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დევნის შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა

როცა 48 მილიონს იპარავ, შენს მიმართ საქმე ვერ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული და არ გაქვს უფლება დარჩე პოლიტიკაში. საქართველოში ეს კულტურა ჯერ დამკვირდებული არ არის, თუმცა, ძალიან მალე შეიძლება დამკვიდრდეს,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლიტიკური დევნის შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას და იმ რეკომენდაციებს, რომელიც კანონმდებლობასთან დაკავშირებით არსებობს, როგორც კობახიძე ამბობს, ისინი გაზიარებული იქნება და ეს საკითხი დაიხურება.

„საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს, საქართველოში არიან პოლიტიკური კრიმინალები, რომლებსაც შეეფარდათ კონკრეტული სასჯელები და ასეთი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ. მარტივი კითხვა მინდა დაგისვათ, მე რომ მოვიპარო წელს 48 მილიონი და მოვახმარო ეს საარჩევნო მიზნებს, ჩემს მიმართ ოდესმე აღძრული საქმე შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურად მოტივირებულად? რა თქმა უნდა არა. პასუხი მარტივია,”- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე თუ რატომ მოხვდა ანგარიშში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესახებ ჩანაწერი, კობახიძე პასუხობს, რომ ეს ჩანაწერი საკმაოდ რბილია და მას ევროპარლამენტარების უმეტესობა არ ეთანხმება.

„ეს მოხვდა იმიტომ, რომ ისიც არის პარლამენტი, არიან პოლიტიკოსები და მათ უწევთ გარკვეული კომპრომისების მიღწევა, შესაბამისად, იქ რაღაც ჩაიწერა, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ეს არის ერთი პატარა პასაჟი, თუმცა, ვხედავთ, რომ ეს ჩანაწერიც არის ძალიან რბილი. ევროპარლამენტში უმეტესობა ამ ჩანაწერს არ ეთანხმებოდა, თუმცა, გარკვეული კომპრომისის გამონახვა პოლიტიკოსებს უწევთ. მთავარი არის ის, რომ საქართველოში არავის დევნა არ ხდება პოლიტიკური მოტივებით, საქართველოში არიან პოლიტიკური კრიმინალები, ეს არის მაგალითად უგულავა, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, მელია, რომელმაც ადეიშვილის დავალებით “ქართუ ბანკი” გააკოტრა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასტიკად ეპყრობოდნენ სხვა ადამიანებს. მოლაშვილის საქმეზე აქვთ შეფარდებული სასჯელი კონკრეტულ პოლიტიკოსებს. არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური დევნილი, ისინი არიან პოლიტკრიმინალები,”- განაცხადა კობახიძემ.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close