მსოფლიო

რონალდუს შემდეგ კოკა-კოლა მაგიდიდან იტალიის ნაკრების წევრმა გადადგა

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ „კოკა-კოლას“ ბოთლი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, იტალიის ნაკრების წევრმა მანუელ ლოკატელიმ, გადადგა.

ლოკატელიმ იტალია-შვეიცარიის მატჩის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და წინ წყალი დაიდო.

მას შემდეგ, რაც პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა, კომპანიის აქციების საერთო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, იტყობინება „გარდიანი“.

უნგრეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, რონალდუს წინ იდგა „კოკა-კოლას“ გაზიანი სასმელი, რომელიც გვერდზე გადადო, შემდეგ კი ხელში წყლის ბოთლი დაიჭირა და ხალხს წყლის დალევისკენ მოუწოდა.

ცოტა ხანში კომპანიის ერთი აქციის ფასი 56,10 აშშ დოლარიდან 55,22 დოლარამდე დავარდა. „კოკა-კოლას“ საბაზრო ღირებულებამ კი 242 მილიარდიდან 238 მილიარდ დოლარამდე იკლო.

კომპანია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. სამშაბათს „კოკა-კოლამ“ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ყველას აქვს თავისი გემოვნება სასმელებში“ სხვადასხვა „გემოების და საჭიროებების მხრივ“.

„ნეტგაზეთი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close