საზოგადოება

„რომ და­მე­ნა­ხა, ლა­მის ხეზე ავ­ძვე­რი.. ჩუ­მად ვე­ფე­რე­ბო­დი და უდე­ბი­ლეს რჩე­ვებს ვაძ­ლევ­დი“

რას წერს ელენე ხოშტარია აბიტურიენტი შვილის პირველ გამოცდაზე?

პოლიტიკოსი და ოთხი შვილის დედა ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში თავისი აბიტურიენტი შვილის პირველი გამოცდის შესახებ წერს:

“ჩემი შვი­ლი შე­ვი­და გა­მოც­და­ზე და ყვე­ლა­ფერს იმას ვა­სა­ხი­ე­რებ, რა­საც უარ­ვყოფ­დი და დავ­ცი­ნო­დი.

ნუ, ჯერ ხომ ვი­ძახ­დი, რა უბე­დუ­რე­ბაა რომ მიყ­ვე­ბი­ან მშობ­ლე­ბი-თქო, დიდი ბი­ჭია თვი­თონ წა­ვი­დეს. 6-ზე უკვე ფეხ­ზე ვი­ყა­ვი. სულ ბო­ლომ­დე ხომ შე­ვა­ცი­ლე, აი ბო­ლოს კუ­თხე რომ და­მე­ნა­ხა, ლა­მის ხეზე ავ­ძვე­რი. ჩუ­მად ხომ ვე­ფე­რე­ბო­დი და უდე­ბი­ლესს რჩე­ვებს ვაძ­ლევ­დი. მერე მე­ტა­ფო­რა და ეპი­თე­ტი და­მა­ვი­წყდაო და ნერ­ვი­უ­ლად ვუხ­სნი­დი ისე, რომ არას­დროს არ ეცო­დი­ნე­ბა ამ ორი სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

აი, რომ შე­ამ­კობ რა, სა­კა­ი­ფო ეპი­თე­ტე­ბით – ვე­უბ­ნე­ბი და ნუ, მთხო­ვა გავ­ჩუმ­დე. ბო­ლოს, ცხა­დია, ცრემ­ლე­ბი, რო­გორც პირ­ველ კლას­ში, რომ მიდი­ო­და. ეხლა ვდგა­ვარ და სამ­ყა­როს ნიშ­ნებს ვი­ღებ, რომ მივ­ხვდე, რო­გორ წერს. გა­ღი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი თუ ჩა­მივ­ლის, ესე იგი კარ­გად, თუ ვინ­მეს ჩხუ­ბის ხმა მო­მეს­მა, ესე იგი შეც­დო­მით შე­მო­ხა­ზა.

არა­და, სულ ვუხ­სნი­დი, მთა­ვა­რია იშ­რო­მე და მერე და­ი­კი­დე, რა აპო­კა­ლიფსს ხა­ტა­ვენ ამ გა­მოც­დე­ბი­დან-თქო და მე თვი­თონ მო­ვუ­წყვე აპო­კა­ლიფ­სი.

“დე­და­ე­ნაც­ვა­ლოს”,

P.s. რა თქმა უნდა, ჩუ­მად ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვუ­ღე, მაგ­რამ ამა­ში მა­ინც გა­ვუ­წევ ან­გა­რიშს და არ დავ­დებ”.

mshoblebi

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close