პოლიტიკა

„რომ არა მოღალატეები კოდორის ხეობად წოდებული დალის ხეობა იქნებოდა საქართველოს იურისდიქციაში“

ემზარ კვიციანი კოდორის ხეობის დაკარგვაში სააკაშვილს, ოქრუაშვილს, მერაბიშვილს და ალასანიას ადანაშაულებს

საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი სახალხო ლაშქარი “მონადირე”-ს შექმნის ისტორიას იხსენებს და კოდორის ხეობის დაკარგვაში ყოფილი ხელისუფლების წევრებს ადანაშაულებს.

„1992 წლის 3 აგვისტოს დალის ხეობის სოფელ ჩხალთაში შეიქმნა სახალხო ლაშქარი “მონადირე” .80-მა ახალგაზრდამ დავდეთ ფიცი მდინარე კოდორის პირას, ვალოდია კვიციანის სახლთან. ლაშქრის შექმნა განაპირობა სოხუმში ხელოვნურად შექმნილმა დაძაბულობამ, ჩრდილოეთ კავკასიიდან ბოევიკთა ჯგუფების გადმოსვლამ უღელტეხილებით, სოხუმის მიმართულებით.

შემდგომ ბატალიონმა „მონადირე”-მ შეიტანა თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, და 1993 წლის 27 სექტემბრიდან 2006 წლამდე ინარჩუნებდა აფხაზეთის მთლიანი ტერიტორიის 30%-ს საქართველოს იურისდიქციაში, დღესაც კოდორის ხეობად წოდებული დალის ხეობა იქნებოდა საქართველოს იურისდიქციაში, რომ არა ჩვენი ქვეყნის სათავეში მოხვედრილი მოღალატეები!

სააკაშვილი მიხეილ, ოქრუაშვილი ირაკლი, მერაბიშვილი ვანია, ალასანია ირაკლი და მთავარი ქვეყნის მტერი, დაწყებული 1991 წლიდან დღემდე საქართველოს კგბ!

გილოცავთ იუბილეს თითოეულ რაზმ “მონადირის”-ის წევრს, რომლებიც ფიცის ერთგული დარჩით დღემდე!

ღმერთმა დაგიფასოთ თქვენი თავდადება სამშობლოსათვის და სიპატიოსნე, რომლითაც ამაყობს მთელი ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი!გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას! ჩვენ დაგვშალეს გაგვფანტეს ,მაგრამ თითოეული ჩვენგანი იქ გააკეთებს ქართულ საქმეს სადაც იმყოფება!

უთანასწორო ბრძოლებში დაცემულ ჩვენს წევრებს კი ქედს გიხრით! თქვენ უკვდავნი ხართ და დღესაც განაგრძობთ ჩვენი მიწაწყლის სადარაჯოზე ყოფნას! დიდება ღმერთს და დიდება გმირებს!”, – წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close