სხვადასხვა

რომელ ქვეყნებში არ არის კორონავირუსი და როგორ მიაღწიეს ამას?

კორონავირუსის პანდემიამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. თუმცა, პლანეტაზე დარჩა ადგილები, სადაც COVID-19 ჯერ არ შეუღწევია. Associated Press- ი იუწყება იმ ქვეყნების შესახებ, სადაც ინფექციის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

12 ნოემბრის მონაცემებით, იღბლიანი ქვეყნების ნაწილი წყნარი ოკეანეთის სამხრეთ ნაწილშია. ესენია ტონგა, კირიბატი, სამოა, მიკრონეზია და ტუვალუ.

Тувалу – узкая полоска земли посреди океана - Вокруг Света

გამოცემა აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყებისთანავე, ტონგაში აეროპორტი დაიხურა და საკრუიზო გემების შესვლა აიკრძალა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც დააწესა კარანტინი, რის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკა ჩაიძირა.

Кирибати: страна поразительного беспамятства и Большой Вонючки

ეკონომიკურად დაზარალდნენ რეგიონის სხვა ქვეყნებიც, რადგან მათი ეკონომიკა მჭიდრო კავშირშია ტურიზმთან.

კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ანტარქტიდაზეც. ეს ერთადერთი კონტინენტია, სადაც ვირუსმა ვერ შეაღწია.

Антарктида: olly_ru — LiveJournal

”დედამიწაზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები უფრო ფხიზლად დაიცავენ თავს ვირუსისგან. ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ ეპიდემიის აფეთქების კონტროლი ძნელია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, სადაც მედიცინის შესაძლებლობები შეზღუდულია. ადამიანები, რომლებსაც ანტარქტიდაში ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ, სხვა კონტინენტზე გადაჰყავთ, რაც  ექსტრემალური ამინდის გამო,  შეიძლება რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირის განმავლობაში გაგრძელდეს”- აღნიშნავს გაზეთი.

ჩრდილოეთ კორეას, რომლის მოსახლეობა 25 მილიონზე მეტია, ჯერ არ გამოუცხადებია COVID-19 შემთხვევების შესახებ.

Северная Корея намерена «подружиться» с Россией - Информационное агентство  «Телеграф»

თურქმენეთში ჯერჯერობით, არც ერთი ინფიცირებული ადამიანი არ ჰყავთ, რაც ექსპერტთა ეჭვს იწვევს, როგორც ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში. მარტში თურქმენეთმა შეზღუდა ქვეყანაში შესვლა და გასვლა. აიკრძალა ასევე მასობრივი რელიგიური ღონისძიებები.

США и Туркменистан Archives | Посольство США в Туркменистане

”ეპიდემიის შესახებ ინფორმირება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ. ჩვენ ჯანდაცვის ორგანოების მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით, რომლებიც ვალდებულები არიან ნებისმიერი ეპიდ-აფეთქების შესახებ გვაცნობონ“ – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიცერმა კეტრინ სმოლვუდმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკა საზღვრებს ყველა ქვეყნის ტურისტებისთვის ხსნის. თუმცა ტურისტებს ქვეყანაში შეუშვებენ, თუ ისინი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ და უსაფრთხოების პროტოკოლებს დაიცავენ.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close