საზოგადოება

რომელ დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა და როდიდანაა ნებადართული

რომელ დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა და როდიდანაა ნებადართული? საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება, სხვა დანარჩენ დღეებში კი ნებადართულია, ოღონდ რეკომენდაციების დაცვით.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შედარებით შემსუბუქდება და მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება საფლავზე გასვლის ტრადიციას სააღდგომოდ, სასულიერო პირების თქმით, ამისთვის უმჯობესია აღდგომის მე-9 დღე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close