სხვადასხვა

როგორ მივხვდეთ, რომ გაზაფხულზე სხეულს ვიტამინები აკლია

ყველამ იცის, რომ ზამთრის შემდეგ, გაზაფხულის პირზე სასურველია ორგანიზმს ვიტამინები შევაშველოთ. ვიტამინების დეფიციტს ხალხი ზოგადად ავიტამინოზს უწოდებს. ექიმთა განმარტებით, ორგანიზმისთვის აუცილებელი ცალკეული ვიტამინის ნაკლებობა ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თმის ცვენისა და ფრჩხილების მტვრევის გარდა, ბევრი სხვა კლინიკური ნიშანი არსებობს, რამაც შესაძლოა ჰიპოვიტამინოზზე, ანუ ვიტამინების ნაკლებობაზე დაგვაფიქროს.თავს ცუდად გრძნობთ, მუდმივად დაღლილი ხართ და ნელა აზროვნებთ? ექიმები ირწმუნებიან, რომ თქვენ ვიტამინები გაკლიათ. თუ ორგანიზმს რომელიმე ვიტამინი აკლია, სხეული ამას უსიამოვნო ნიშნებით შეგატყობინებთ.

1.დასუსტებული ფრჩხილები და თმა

თმის ცვენას დიდი ხანია წარუმატებლად ებრძვით? პრობლემას შინაგანად უნდა  უმკურნალოთ - ALL TIME

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი – B7 ვიტამინის ნაკლებობა. ხშირად განსაზღვრული მედიკამენტის ხშირი მოხმარებით არის გამოწვეული.

2.პირის კუთხეში ბზარები

ეს რკინის და B1 და B2 ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული. რაციონში ბევრი მწვანე ბოსტნეული და ფრინველის ხორცი დაამატეთ.

3.ღრძილების სისხლდენა

ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემა C ვიტამინის ნაკლებობით არის გამოწვეული. ახლა ამ ვიტამინის შევსების საუკეთესო დროა – ბევრი ციტრუსი მიირთვით.

4.ცუდი მხედველობა

A ვიტამინის ნაკლებობა ე.წ. ქათმის სიბრმავეს იწვვს, როცა ადამიანი ღამე ცუდად ხედავს, თევზის ცხიმი და ღვიძლი ხშირად მოიხმარეთ.

5.ქერტლი

მოიშორეთ ქერტლი ერთხელ და სამუდამოდ: კოსმეტოლოგის რეკომენდაციები

B2, B3 და B6 ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება ქერტლი გამოიწვიოს.

6.თმის ცვენა

B3 და B7 ვიტამინები თმის ზრდისთვის აუცილებელია. ამ ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება თმის ცვენა და მტვრევა გამოიწვიოს.

7.ფოლიკულური კერატოზი

მდგომარეობა, როცა კანზე წითელი ან თეთრი მცირე ზომის მუწუკები ჩნდება. A და C ვიტამინების ნაკლებობა მდგომარეობას აუარესებს, ამიტომ რაციონში ბევრი კვერცხი, თევზი, ყვითელი ფერის ხილი და ბოსტნეული ჩართეთ.

8.მშფოთვარე ფეხის სინდრომი

ფეხებში უცნაური გრძნობის გამო დიდხანს დაძინებას ვერ ახერხებთ – თქვენ C ვიტამინის ნაკლებობა გაწუხებთ.

9.მაღალი არტერიული წნევა

მაღალი წნევის გამომწვევი დაავადებები - მკურნალი.გე

მაღალი არტერიული წნევა შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. D ვიტამინის წყაროს წარმოადგენს ორაგული, თუნისი, ძროხის ღვიძლი და კვერცხის გული.

10.დაბალი არტერიული წნევა

B12 ვიტამინის ნაკლებობა დაბალ წნევას იწვევს. ძროხის ხორცის, რძის და კვერცხის მოხმარება გაზარდეთ.

11.გადაჭარბებული ოფლდენა

ძლიერი ოფლდენა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენი სხეული D ვიტამინს მოითხოვს. ყველაზე უჩვეულო ამოცანებმაც კი, როგორიც არის კომპიუტერთან ჯდომა, შეიძლება შუბლზე ოფლის გამოყოფა გამოიწვიოს.

12.დაღლილობა

დღის განმავლობაში გადაჭარბებული ძილიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ღამე 8 საათზე მეტხანს გძინავთ, შეიძლება B12 ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

რა ვიცით ოფლის შესახებ? - ავერსი

13.სუსტი ძვლები

ორგანიზმი კუნთოვანი მასის განვითარებას დაახლოებით 30 წელში წყვეტს, ამიტომ კალციუმის და საჭირო ვიტამინების მიღება აუცილებელია, რომ ძვლების გაძლიერებას ხელი შეუწყოთ.

14.დეპრესია

D ვიტამინი კარგ განწყობაზე არის პასუხისმგებელი. ვიტამინის არასაკმარისი დონის შემთხვევაში წვრილმანებმაც კი შეიძლება გაგაღიზიანოთ.

أكثر الشعوب العربية معاناة للاكتئاب.. وهذا ترتيب الجزائر - جريدة اللقاء  الجزائرية

15.კუნთოვანი მასის შემცირება

D ვიტამინი კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს. თუ ვიტამინის ნაკლებობას განიცდით – კიბეზე ასვლაც კი რთული გახდება.

16.სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩხვლეტა

ვიტამინების დეფიციტი ჟანგბადის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ამის გამო ჩხვლეტის უცნაური გრძნობა ჩნდება.

17.გულმავიწყობა

თუ ოდესმე მაცივარში გასაღები შეინახეთ ან საკუთარი შვილის ან ნათესავის სახელი დაგავიწყდათ, ამის მიზეზი შეიძლება B12 ვიტამინის ნაკლებობა იყოს.

გულმავიწყობა მაღალი ინტელექტის მაჩვენებელია - ინფო9

18.თავბრუსხვევა

თავბრუსხვევა ვიტამინების დეფიციტის გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.

19.ფერმკრთალი კანი

B12 ვიტამინის დეფიციტი ასევე კანის ფერს ცვლის. სისხლის უჯრედები ირღვევა, რაც კანს მოყვითალო ფერს ანიჭებს.

20.გლუვი, წითელი ფერის ენა

ეს B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშანია. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ძროხის ხორცი, თინუსი და მწვანე ბოსტნეული მიიღოთ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close