სხვადასხვა

როგორ გავცვალოთ 1 დოლარიანი თმის სარჭი ორსართულიან სახლში? – 29 წლის გოგონს თამამი ექსპერიმენტი

2005 წელს ერთ-ერთმა კანადელმა ბლოგერმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი იმით, რომ ჩვეულებრივი, თმის სარჭი ორსართულიან სახლში 14 მარტივი ოპერაციით გადაცვალა. ექსპერიმენტის არსი იაფფასიანი ნივთის შედარებით ძვირადღირებულ ნივთში გადაცვლაში მდგომარეობს. ბარტერული გაცვლა-გამოცვლა მანამდე გრძელდება, სანამ სასურველ ნივთს არ მიიღებთ.


ახლახან კანადელი ბლოგერის „გმირობის“ გამეორება 29 წლის სან-ფრანცისკოელმა დემი შკიპერმა გადაწყვიტა. დემიმ მაისის თვეში, უბრალო თმის სარჭით დაიწყო და თავისი პირველი „ლოტი“გასაცვლელად ინტერნეტში განათავსა.

Всё началось вот с этой невидимки.

პირველი გარიგების შედეგად, გოგონამ თმის სარჭი საყურეებში გადაცვალა, საყურეები  – კოქტეილის ჭიქების ნაკრებში, ნაკრები   – მტვერსასრუტში. შეიძლება ვიღაცამ ასეთი გაცვლა არათანაბრად მიიჩნიოს, თუმცა დემის მტვერსასრუტს ერთი ნაკლი აქვს – ეს მოდელი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება აალდეს. შესაძლოა, მტვერსასრუტის პატრონმა ნივთის თავიდან მოცილება ამიტომ იჩქარა ან უბრალოდ, სახლის დალაგებას კოქტეილის სმა ურჩევნია.

Стеклянные бокалы Деми удалось обменять на пылесос.
დემის მორიგი სვლა მტვერსასრუტის სნოუბროდრში გადაცვლა იყო (ფასი 95$), რასაც მოჰყვა 180 დოლარიანი Apple TV, ყურსასმენები, ორპულტიანი სათამაშო კომპიუტერი, 2011 წლის მაკბუკი, Canon-ის კამერა, სამი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, iPhone 11 Pro Max, მეორადი ავტომობილი Dodge Caravan.

Автомобиль Деми был не нужен, ведь она мечтает о доме! Поэтому и с машиной она с легкостью рассталась.

ავტომობილი სასწრაფოდ გადაცვალა ძვირადღირებულ სკეიდბორდზე Boosted Board V3 Plus. ამას მოჰყვა 2017 წლის მაკბუკი (ფასი 1400$)  ეს ჯერჯერობით, მისი ბოლო გარიგებაა, თუმცა დემი გაჩერებას არ აპირებს. მისი საბოლოო მიზანი ორსართულიანი სახლის გასაღებია.

От простой заколки-невидимке Деми дошла до вполне приличного Макбука.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close