Sliderსაზოგადოება

„როგორც ვექცევით გელათს, ისე ვექცევით სააკაშვილს, ისე ვექცევით მიუსაფარ ძაღლებს, ისე ვექცევით სამშობლოს” – ცირა ელისაშვილი

ეს ერთიანი სქემაა, რომელიც ყველა მიმართულებით, ყველა სფეროზე ერთნაირად ვრცელდება

„როგორც ვექცევით გელათს, ისე ვექცევით სააკაშვილს, ისე ვექცევით მიუსაფარ ძაღლებს, ისე ვექცევით სამშობლოს — ასეთ მოცემულობაში ვცხოვრობთ,“ – ამის შესახებ კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

გადაცემაში საუბარი ეხებოდა გელათის მონასტერს.

“ბევრს და იმ ჯგუფსაც, რომელიც გელათის რესტავრაციაზე მუშაობს, კედლის მხატვრობა ჰგონია სარეცხი, რომელსაც გაფენ, გააშრობ და უკან დააბრუნებ — თუ ამ მეთოდით მიდის გელათის რესტავრაცია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა, ამ წუთას ვკარგავთ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს… მინდა გაჩვენოთ დასკვნა, ეს არის ინგლისურენოვანი დოკუმენტი, რომელიც ორმა, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტმა ლიზა შიკიდმა და სტივენ რიკერბმა შეადგინა. მათ გააკეთეს მაღალკვალიფიციური საექსპერტო ანალიზი…

აქ იმდენი კითხვები გიჩნდება, რომ პასუხი ხელისუფლებამ უნდა გაგცეს, მაგრამ ხელისუფლებას არა აქვს პასუხი, ამიტომ ადვილი გამოსავალი იპოვეს. როგორც არსებობს მეხუთე კოლონა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე არსებობენ ასეთი კოლონები დარგის სფეროში. ყოველთვის მოიძებნნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან – მე გავაკეთე. მოიძებნა ის ჯგუფი, რომელიც შევიდა და ამ რაღაცას აკეთებს და… არ შემიძლია არ წაგიკითხოთ დასკვნიდან ციტატა: ასევე ვერ განხორციელდა დანესტილი ლოკაციების განსაზღვრა, მარილების ზემოქმედება ზედაპირსა და სიღრმეში, მარილთან დაკავშირებული ძირითადი გამომწვევების დადგენა… ესენი ვერ დადგინდაო, იტალიელი ექსპერტების ანგარიშშიო, – წერენ ესენი. რას ვაკეთებთ მაშინ იქ?

კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი ინტერესი არა მაქვს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ისეთი სპეციალისტი, რომელსაც ჰქვია ნანა კუპრაშვილი და მისი ჯგუფი, რომელმაც ვარძიაც გადაარჩინა, რომელსაც გელათზეც უმუშავია… გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში რომ შევედით, მიუხედავად იმისა, გამოგვილი იყო ყველაფერი, ხარაჩო სადაც იყო და სადაც არის ინფორმაცია, რომ იქიდან წყალი ჩაედინებოდა, დავაკვირდი იატაკს და ვნახე თეთრი წერტილები, ეს თეთრი წერტილები რომ ავიღე იყო ჩამოცვენილი კედლის მხატვრობა. ანუ, ეს პროცესი სულ მიდის, იმ წმ. გიორგიში, სადაც ძირითად ტაძართან განსხვავებით უფრო ნაკლები პრობლემებია. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ გელათში რა ხდება. ამიტომ როდესაც ეს ჯგუფი გყავს ადგილზე, თან ის ჯგური, რომელიც თავის სამუშაოებში, როგორც წესი, აუცილებლად რთავს უცხოესლ ექსპერტს და ამ ჯგუფის რეალურ წევრად ხდის, აი, ამ ჯგუფის არგამოყენება, უბრალოდ დანაშაულია, მაგრამ… აი, საყდრისზე რამე შედეგი დადგა? და გელათზე რატომ დადგება? როგორც ვექცევით გელათს, ისე ვექცევით სააკაშვილს. როგორც ვექცევით სააკაშვილს, ისე ვექცევით მიუსაფარ ძაღლებს. როგორც ვექცევით მიუსაფარ ძაღლებს, ასევე ვექცევით სამშობლოს და ასე შემდეგ. ეს ერთიანი სქემაა, რომელიც ყველა მიმართულებით, ყველა სფეროზე ერთნაირად ვრცელდება”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გელათის შესახებ “ფორმულას” სიუჟეტი იხ. აქ

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close