Sliderსაზოგადოება

რა ხდებოდა წუხელ, გვიან ღამით, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე?!

ვინ მართავს ამ ქვეყანას, გირჩი ზურაბა, გრიგოლ ვაშაძე თუ პრემიერ-მინისტრი?

“როდის მერე გახდა ,,გირჩის” დროშა ,,ნარუშილოვკა” და ვინ მოსცა ზურაბ ჯაფარიძეს უფლება ყველა კანონზე მაღლა დადგეს?
ვინ მართავს ამ ქვეყანას, გირჩი ზურაბა, გრიგოლ ვაშაძე თუ პრემიერ-მინისტრი?
ლესელიძის ქუჩიდან მწერენ ახლა, ყველა ბარ-რესტორანი გრიალებს, თურმე, ყველას გირჩის დროშა უკიდია კარებთან, თავისუფლების სიმბოლოსავით.
,,სახელოსნო” რქმევია ერთ დაწესებულებას, იმხობს ხალხი თავზე იქაურობას. პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი მისულა და შიგნით არ შეუშვიათ, პარტიული შეკრება გვაქვსო…
ასე, ლამის, პანღურით გაუსტუმრებიათ პატრულის თანამშრომლები და აგრძელებენ ღრიანცელს, რა კანონი, რის წესი და რეგულაცია, ვინ დაგიდევს?..
გირჩის წარმომადგენლები დადიან ასე ბარ-ბარ და სთავაზობენ მენეჯერებს, ჩვენი დროშა დაკიდეთ კარებთან და ფეხებს ვერავინ მოგჭამთ, რა დრომდეც გინდათ, იგრიალეთო.
ეგ, თავყრილობებისთვის პარტიული შეკრებების დარქმევაც მაგათი მიწოდებული იდეაა, ალბათ.
არ ვიცი, ახლა ბევრი რამე მიტრიალებს გონებაში, მაგრამ რა დავარქვა ყველაფერ ამას, მაინც ვერ მოვიფიქრე.
არადა, სახელმწიფო მინდა მე მქონდეს, სადაც კანონი ყველასთვის ერთნაირად კანონობს და არა – ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით მოქმედი ბოსელი.
(პატრულის ეკიპაჟები რომ მოვიდნენ ,,სახელოსნოსთან,” იქ გადაღებული ფოტოა. სამწუხაროდ, კარგად არ ჩანს ვითარება)” – წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი ირმა ბერიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით:
„გირჩის“ ინფორმაციით, ლესელიძის ქუჩის 28 ნომერში, „სახელოსნო ბარში“ წინასაარჩევნო ყრილობას მართავდნენ, რა დროსაც მათთან სამართალდამცველები მივიდნენ და კანონდარღვევაში დაადანაშაულეს. პარტიის პრესსამსახურის განუცხადებით, პოლიციის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მსგავს დაწესებულებებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობის უფლება არ აქვთ, თუმცა პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათ უბრალოდ ბარის ტერიტორია ითხოვეს და იქ დროებით წინასაარჩევნო შტაბი გახსნეს. პარტიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაკავებული არავინაა, თუმცა ობიექტის სახელზე ჯარიმა გამოიწერა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close