პოლიტიკა

რა ქნას, მოშივდა საბრალოს – სააკაშვილი ვაშაძის კრიტიკას გამოეხმაურა

„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა.
იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ-ჯერობით ივანიშვილის საქართველოში…
არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე.
იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი TV პირველის ეთერში გააკრიტიკა.

“მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს ნაცმოძრაობაში. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც.

ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს.” – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close