საზოგადოება

რა მოგილოცოთ? ერთი, შედარებით ლაით კოლონიობიდან, უფრო მძიმე და შებოჭილ ნეოკოლონიალიზმში გადასვლა? – ლევან ადეიშვილი

იმაზეც სასტიკად ვერაგულად უტევენ ჩვენს ტრადიციებს და ცხოვრების წესს ! სამყაროს აღქმის ჩვენებურ ფასეულობებს და საერთოდ ადამიანობას? თან უფრო ფართო მოცულობით და ყველაფერი ამორალურის შემოჩეჩებით, ვიდრე ძველ კოლონიაში!!

ლევან ადეიშვილი:
“26 მაისი
ფილმია ერთი, ნიკოლ კიდმანი თამაშობს ! ორი შვილი ჰყავს და განცალკავებულად მდგომ სახლში ცხოვრობს, სადაც მოჩვენებები ელანდებათ ბავშვებს.
ბოლოს აღმჩნდება, რომ ეს თვითონაა მკვდარი შვილებთან ერთად და ისინი არიან, სინამდვილეში, მოჩვენებები, რომლებიც იქეთ აწუხებენ სახლის ცოცხალ პატრონებს.
თუ წარმოვიდგენთ რომ საქართველო ის სახლია, მაშინ, ჩვენ მოჩვენებები ვართ, რომლებსაც გვგონია, რომ თავისუფლები ვართ და სასურველ რეალობაში ვცხოვრობთ.
რა მოგილოცოთ?
ერთი, შედარებით ლაით კოლონიობიდან, უფრო მძიმე და შებოჭილ ნეოკოლონიალიზმში გადასვლა? სადაც იმაზეც სასტიკად ვერაგულად უტევენ ჩვენს ტრადიციებს და ცხოვრების წესს ! სამყაროს აღქმის ჩვენებურ ფასეულობებს და საერთოდ ადამიანობას?
თან უფრო ფართო მოცულობით და ყველაფერი ამორალურის შემოჩეჩებით, ვიდრე ძველ კოლონიაში!!
რამდენი რამ და რამდენი ვინმეა გადასაფასებელი!
და, სანამ, არ ვიცხოვრებთ კერპთაყვანისცემლობიდან! ნარცისიზმიდან! მერკანტილურიდან! ამოჩემებული თუ შემოტენილი კლიშეებიდან გათავისუფლებული გონებით, ასე მოჩვენებებად დავრჩებით!”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close