საზოგადოება

რა გახდა ექიმის გარდაცვალების მიზეზი, რომელმაც ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა?

ცნობილი ხდება ინფორმაცია კლინიკა “მედკაპიტალის“ ექიმის გარდაიცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა “მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა “რუსთავი 2-ს” განუცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

“მედკაპიტალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

” რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ექიმს  გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close