საზოგადოება

რა გა­ვა­კე­თოთ, რომ ამ აბ­სურ­დს და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვუმკლავ­დეთ? – არჩილ თალაკვაძის მეუღლე “ტვ პირველის” სიუჟეტზე

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის მე­უღ­ლე ქეთი ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც მათი ოჯა­ხის ბი­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, 95 ათას დო­ლა­რად იყი­დე­ბა.

“მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო TV პირ­ვე­ლის ცი­ლისმწა­მებ­ლურ სი­უ­ჟეტს. გან­მარ­ტე­ბას ვა­კე­თებ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა ჩვენს ოჯახ­ზე. ათი წელი ვი­ცხოვ­რეთ ამ ბი­ნა­ში, რო­მელ­საც თა­ვი­დან ვქი­რა­ობ­დით და შემ­დეგ ვი­ყი­დეთ იპო­თე­კით, რო­გორც ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე აკე­თებს. კად­რებ­შიც კარ­გად ჩანს უბ­რა­ლო რე­მონ­ტი და ავე­ჯი. გა­დავ­წყვი­ტეთ ამ ბი­ნის გა­ყიდ­ვა და დრო­ე­ბით გა­და­ვე­დით ნა­თე­სავ­თან, რომ ამ ბი­ნის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა ახალ, მშე­ნე­ბა­რე ბი­ნა­ში შე­ვი­ტა­ნოთ. გო­გო­ე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ და ცხა­დია, გა­ფარ­თო­ე­ბის სურ­ვი­ლი ასეთ დროს ნე­ბის­მი­ერ მშო­ბელს აქვს.

ბი­ნას ყი­დი­ან ბრო­კე­რე­ბი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე აკე­თებს. დაც­ვა კი არ­ჩილს პრო­ტო­კო­ლით ეკუთ­ვნის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და მისი ერთ-ერთი ფუნ­ქცი­აა, და­სა­ცა­ვი პი­რის ბი­ნა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სივ­რცე­ში უცხო პირი მარ­ტო არ და­ტო­ვოს. რა იყო ამ სი­უ­ჟეტ­ში სა­ერ­თოდ სენ­სა­ცი­უ­რი და ყუ­რა­დღე­ბა მი­საქ­ცე­ვი?! კაკ­ლებ­ში ახა­ლი რე­ზი­დენ­ცია არის აბ­სურ­დუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია. ასე­თი უბ­რა­ლოდ არ გაგ­ვაჩ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრის ფუნ­ქცი­ებს, ის შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­შიც დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს ყვე­ლა­სათ­ვის.

რა გა­ვა­კე­თოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ ამ აბ­სურ­დს და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვუმკლავ­დეთ? თავს არ ვი­მარ­თლებ, 10-15 წე­ლია, ორი­ვე­ნი ვმუ­შა­ობთ. არას­დროს უკა­ნო­ნო­ბას ჩემი ოჯა­ხი არ ჩა­ი­დენს. უბ­რა­ლოდ გაკ­ვირ­ვე­ბას და გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მოვ­ხა­ტავ. ყვე­ლა­ფერს წე­სით და რი­გით რომ აკე­თებ და მა­ინც ტა­ლახს გეს­ვრი­ან, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა,” – წერს ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close