საზოგადოება

რა არის საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის მიზეზი? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ მიზეზად ბრიტანულ შტამს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, არა მხოლოდ სწრაფად ვრცელდება, არამედ დაავადების მძიმე ფორმებს იწვევს. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ დღევანდელი კოვიდ ავადმყოფების კონტინგენტი გაცილებით მძიმეა, ვიდრე მაშინ სანამ ბრიტანული შტამი გამოჩნდებოდა.
ცერცვაძის განმარტებით, მაღალი სიკვდილიანობის კიდევ ერთი გამომწვევია ვაქცინაციის დაბალი პროცენტი, რომელიც ჩვენთან საერთო მოსახლეობის 5-6% შეადგენს, თუმცა მისი ვარაუდით, ივლისის თვეში კოვიდ შემთხვევების კლებას უნდა ველოდოთ, რადგან ამ დროისთვის ვაქცინების შეუზღუდავი რაოდენობა შემოვა. ეს კი ქვეყანას საყოველთაო ვაქცინაციაზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.

„დღევანდელი კონტინგენტი კოვიდ-ავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, შეიძლება ითქვას, ორჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა. ეს არის ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ სიკვდილობა როგორც წესი, გაცილებით მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი ჯერ დაბალია და ჩვენ სამწუხაროდ, ამ ქვეყნების რიცხვში ვართ. ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ სიკვდილობის დრამატული შემცირება – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close