სამართალი

რატომ დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს “თბილისი პრაიდის” დამფუძნებელი?

პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მისი თანმხლები ორი პირი დააკავა და მალევე გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება თბილისში, ბარ „საქსესთან“ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი პირი ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

„სამი პირია დაკავებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე , 173-ე მუხლების საფუძველზე“,- განაცხადეს შსს-ში.

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი პოლიციამ გაათავისუფლა.

„აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია“, – წერია სოციალურ ქსელში, ორგანიზაციის გვერდზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close