საზოგადოება

„რატომ არ იწყება ვაქცინაცია ჩვენთან, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანამ დაიწყო უკვე?“ – ირაკლი კაკაბაძე

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი მარტივი კითხვაა: რატომ არ იწყება ვაქცინაცია ჩვენთან, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანამ დაიწყო უკვე? და ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგია, ჩამოაყალიბეთ თქვენი არგუმენტი, თორემ ტრამპის ბოდვებმა რა მოუტანა ამერიკას, ყველამ ვნახეთ; მეორე მსოფლიო ომში არ დაღუპულა ამდენი ადამიანი, როგორც ამ კორონავირუსისგან ამერიკისთვის. ამიტომ, ჩემი შეკითხვაა: რატომ არ იწყება ვაქცინაცია სასწრაფოდ და რატომ ვერ იღებს მთავრობა უფრო მეტ ბერკეტს ხელში რომ სოციალურად დაეხმაროს მოსახლეობას? გთხოვთ, ნეოლიბერალებმა, ლიბერტარიანელებმა და ამდაგვარმა ს***მა არ შეიწუხოთ თავი – წაგშლით ეგრევე. მაინტერესებს დასაბუთებული არგუმენტები. რატომ?“ – წერს ირაკლი კაკაბაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close