ეკონომიკა

პური 10 თეთრით გაძვირდა

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ პური 10 თეთრით გაძვირდა.

„ძირითადად ეს არის მასობრივი ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებაში. იცით, სუბსიდირება დასრულდა მიმდინარე თვის პირველ რიცხვში და კომპანიები ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე, იძულებული იყვნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე. მხედველობაში მაქვს ქვის პური, თეთრი პირველი ხარისხის პურის ფასი დაახლოებით შეცვლილი არის ათი თეთრით.

აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ მოვუმატეთ ათი თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი, მაღაზიები როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა. ზოგმა შეიძლება ეს ფასი თავისი შეხედულებით ცოტა მეტიც დაადოს, რაც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება მათი მხრიდან. რატომ მოიმატა ათი თეთრით? საქმე ისაა, რომ სუბსიდირებული ფქვილი იყო შეთანხმება, რო,ლის მიხედვითაც მწარმოებელს ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად მიეწოდებოდა. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი წისქვილებიდან არის 60-61 და 62 ლარი. აღნიშნული განსხვავება არის წარმოებისთვის აუცილებელი, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე, ათთეთრიანი სხვაობა ამით არის განპირობებული”, – განაცხადა „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close