პოლიტიკა

პრემიერი: EPP-ის ინიციატივის განხილვას, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგიის შემოღებას ევროკავშირისთვის ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს

ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში ვითარდება, – ამის შესახებ პრემიერმა მარნეულში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც EPP-ის ჯგუფის პარლამენტარების მოწოდებას შეეხებოდა უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავებაზე მაშინ, როცა ისინი საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დააკვირდება და ამის შემდეგ გაკეთდება შეფასებები.

„თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგიის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროცესს ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის აგენტის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს – მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close