საზოგადოება

პოლიციის გენერალ-მაიორი ზეიკიძე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქციას შეუერთდა

ზეიკიძე 2020 წელს ივანიშვილს უჭერდა მხარს, 2021-ში კი სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებს

უკან დაბრუნება რომ არ მინდა იმიტომ მოვედი აქ. უსამართლობა რომ არის, არ შეიძლება ესე უსამართლოდ დაჩაგრო გინდა მიშა იყოს, მითუმეტეს, მიშა – ამბობს დავით ზეიკიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ, თავისუფლების მოედანზე მივიდა.

“მე შევადარე ის 9 წელი და დღევანდელი 9 წელი და აღმოჩნდა რომ დავფიქრდი კარგად, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. ამ მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია და იგივე დანაშაულებები ხდება, აი ამიტომ ვარ აქ” – აცხადებს ზეიკიძე.

ინფორმაცია არქივიდან.

2020 წლის ოქტომბრის არჩევნების პერიოდი:

“ოცნების” ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში ბიზნესმენი დავით ზეიკიძე მივიდა, რომელიც “ოცნებას” ხმების მოგროვებაში ეხმარება. “მოვედი, რომ ფულები დავურიგო, რომელიც მომცემს ხმას. ეს ჩემი ოფისია, საკუთარი – მე არ ვმალავ, რომ “ოცნებას” ვუჭერ მხარს. მე ორი კაცის იმედი მაქვს საქართველოში: ბიძინა ივანიშვილი და გახარია რომელმაც შეუძლია ქვეყანა დააყენონს ფეხზე”, – აცხადებს დავით ზეიკიძე”.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close