პოლიტიკა

“პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო”

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაეცვა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანი, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, უცილებლად სათანადოდ დაისჯება.

„თუ დააკვირდებით, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, ძალიან რთული იყო ეს. სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მასშტაბით ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ. ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 100-ზე მეტი პიროვნება დააკავეს სხვადასხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება. ვენდობი გამოძიებას, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close