მსოფლიო

პირველ რიგში, მედიკოსები და მასწავლებლები – რუსეთი ოქტომბერში მასობრივ ვაქცინაციას დაიწყებს

რუსეთი ოქტომბერში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისთვის ემზადება. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოს თქმით, პირველ რიგში, მედიკოსებს და მასწავლებლებს აცრიან.

გავრცელებული ინფორმაციით, გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრში შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა წარმატებით დასრულდა. ამჟამად ვაქცინის რეგისტრაციისთვის დოკუმენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ალექსანდრე სერგეევმა 27 ივლისს განაცხადა, რომ სასურველია, მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 2021 წლამდე გადაიდოს. მისი თქმით, თავიდან შეიძლება მხოლოდ რისკის ზონებში მცხოვრები ადამიანებისა და ექიმების ვაქცინაციით დაკმაყოფილდნენ.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close