სხვადასხვა

„პირველი ვარ, ვინც ეს გააკეთა“ – 23 წლის რეპერმა ოქროს „თმა“ გადაინერგა

23 წლის მექსიკელი რეპერი დენ სური ინტერნეტ-სენსაციად იქცა მას შემდეგ, რაც Instagram– ზე და TikTok– ში თავისი ახალი თმის ფოტოები გამოფინა.

Дэн Сур - рэпер, которому имплантировали "золотые волосы"

ერთ -ერთ ვიდეოში სურმა აღნიშნა, რომ მას სურდა რეპის სამყაროში საკუთარი გზა და სტილი ჰქონოდა, ამიტომ უჩვეულო პროცედურის ჩატარება გადაწყვიტა.

”მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა. თმას ყველა იღებავს, მაგრამ ეს აქამდე არავის გაუკეთებია. მე პირველი ვარ და იმედია, რომ ყველა არ მომბაძავს“ – განაცხადა რეპერმა.

დენ სურმა განმარტა როგორ მიამარეს ოქროს ჯაჭვები თავზე და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა.

”თავის ქალაზე, კანის ქვეშ დამიმაგრეს კაუჭი, რომელზეც სხვა კაუჭებია დამაგრებული. ეს არის ჩემი თმა! ოქროს თმა! მე ვარ პირველი რეპერი, რომელმაც ოქროს თმა გადაინერგა“ – თქვა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close