Sliderსაზოგადოება

პარლამენტის ფაასადზე ადგილი ვერ მონახეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშისთვის – ნანა სულავა

აი, რატომ არ უნდათ არც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტთან დროშისა და გერბის გამოფენა. აი, რატომ არის საინფორმაციო ბლოკადა 1991 წლის 26 მაისთან დაკავშირებით. და ამის შემდეგ თქვენ ხართ სამშობლოს ერთგულები?

ჟურნალისტი ნანა სულავა:

„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ იქიდანაც კარგად ჩანს, როდესაც პარლამენტის ფაასადზე გადმოკიდეს სააკაშვილის დროშები, ადგილი ვერ მონახეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშისთვის. ესენი იმ სახელმწიფოს დაბადების თარიღს, 1918 წლის 26 მაისს არ ზეიმობენ? რატომ არ აჩვენებენ იმ დროშას და მის გერბს, ხოლო რაც შეეხება 1991 წლის 26 მაისს, ამ დღის ხსენება საერთოდ არ უნდათ. ეროვნულ საბჭოს, ვინც დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, საერთოდ არ ახსენებენ, რადგან ამ დღეს ქართველ ხალხს პირველად მიეცა შესაძლებლობა და უფლება, რომ თვითონ აერჩია სახელმწიფოს მეთაური – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. გასაგებია, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ 1991 წლის 26 მაისის ხსენება, რადგან ეს თარიღი დაკავშირებულია ზვიად გამსახურდიას სახელთან. შესაბამისად, მათთვის პოლიტიკურ საფრთხედ აღიქმება იგი. მკითხველს შევახსენებ, „ოცნების“ მიერ დღეს არსებულ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მათ ქართველ ხალხს წაართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება. აი, რატომ არ უნდათ არც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტთან დროშისა და გერბის გამოფენა. აი, რატომ არის საინფორმაციო ბლოკადა 1991 წლის 26 მაისთან დაკავშირებით. და ამის შემდეგ თქვენ ხართ სამშობლოს ერთგულები?
თამთა მეგრელიძეს ვეკითხები: რომ იფურთხები, შე ქალო, ამხელა „განათლების“ მქონე ადამიანი, თან რომ იძახი, ხალხის ძალა ვარო, თუ ხალხის ძალა ხარ, ქართველი ხალხის ისტორიის გაყალბებას რატომ ახდენ? ამას იმიტომ აკეთებ, რომ მართლა ხალხის ძალა და ხმა კი არა ხარ, არამედ ოლიგარქიის მსახური ხარ, რომელსაც ცეცხლივით ეშინია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასი. გრცხვენოდეთ, მეოცნებო ხალხოსნებო, თქვენ და თქვენი ოლიგარქია მხოლოდ გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილისნაირ პრეზიდენტებს ირჩევს. რაც არ უნდა ეცადოთ, ისტორიას ვერ გააყალბებთ, ამის საშუალებას არ მოგცემთ.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close