საზოგადოება

პარლამენტის ტრიბუნიდან “ტიპად” იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა – გიული ალასანია ზარქუას პასუხობს

ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან “ტიპად” იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა –  გიული ალასანია დეპუტატ ზარქუას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი “ტიპად” მოიხსენია.

“გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან “ტიპად” იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ.” ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში დღეს დილით გადაიყვანეს, თუმცა მისი ოჯახის წევრები და  მომხრეები რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გვიან ღამით კლინიკასთან შეიკრიბნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close