მსოფლიო

პაპის ბეჭდის საიდუმლო – რატომ ანადგურებენ პონტიფიკოსის სიკვდილისთანავე მის ბეჭედს?

რიტუალებს შორის, რომლებიც რომის პაპის არჩევას თან ახლავს, ერთ-ერთი ბეჭედს უკავშირდება. პონტიფიკოსის თითზე ბეჭედს კარდინალი კამერლენგო აცვამს, ხოლო პაპის სიკვდილის შემდეგ ბეჭედი ნადგურდება.
ბეჭედს, რომლის ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება და საეკლესიო ხელისუფლების უწყვეტობის სიმბოლოს განასახიერებს, ვატიკანის ამჟამინდელი მმართველიც ატარებს, თუმცა მან მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.

პაპის ბეჭედი პირველად, რომის პაპის კლიმენტ IV-სა და მისი ნათესავის, პიერ გროსის 1265 წლით დათარიღებულ მიმოწერაში არის მოხსენიებული. XIII საუკუნემდე პაპის ძალაუფლების ამ ატრიბუტის შესახებ ცნობები არ მოიპოვება, თუმცა შუა საუკუნეებში პონტიფიკოსთან მიახლოვებისას,  უკვე არსებობდა კათოლიკური ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მორჩილების ნიშნად, ბეჭედზე მთხვევის ტრადიცია.
ყოველი ახლად არჩეული პაპისთვის იუველირები საუკუნეების წინაც და ახლაც ახალ ბეჭედს ამზადებენ. ოქროს ნაკეთობაზე ლათინურად ამოტვიფრულია ვატიკანის ახალი მმართველის სახელი და პეტრე მოციქულის რელიეფური გამოსახულება, რომელიც ბიბლიის თანახმად, მეთევზე და ადამიანების სულის მებადური გახლდათ. ამგვარად, მინიშნებულია, რომ რომის პირველი ეპისკოპოსის ანდერძის თანახმად, ბეჭდის მფლობელი პეტრე მოციქულის მემკვიდრეა. დიდი ხნის მანძილზე ბეჭედი არა მხოლოდ პაპური სამოსის ატრიბუტი, არამედ წერილზე ბეჭდის დასმის საშუალებაც გახლდათ.

Папа Климент XII

მეთევზის ბეჭედი –  ატრიბუტია, რომელსაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები  ატარებდნენ. VII საუკუნიდან ცნობილია, რომ მსგავსი იუველირული სამკაული ეპისკოპოსებისთვის მზადდებოდა. ბეჭედი განასახიერებდა ეკლესიასთან კავშირს და ეპისკოპოსის წოდების შესაბამის ძალაუფლებას.

ბეჭედს უმეტესად, ოქროსგან ამზადებდნენ და ამეთვისტოს ქვით ამკობდნენ. ზოგჯერ ეპისკოპოსები ბეჭდით წმინდანის ნაწილებს ატარებდნენ. უკანასკნელ ათწლეულში, კათოლიკურ ეკლესიაში ხარჯის შემცირებისა და მეტი ასკეტიზმის ტენდენციები შეინიშნება, შესაბამისად, ბეჭდის დამზადებისთვის ვერცხლი და ნაკლებად ძვირადღირებული ქვები გამოიყენება. ეპისკოპოსის გარდაცვალებასთან ერთად, ბეჭდის „სიცოცხლეც“ სრულდება – მას ან გარდაცვლილს ატანენ ან ადნობენ.

П.П. Рубенс. Апостол Петр

ბეჭედთან დაკავშირებული ცერემონიები

რომის პაპის თითზე მეთევზის ბეჭდის მორგების ცერემონია მისი აღსაყდრების დღეს იმართება. ბეჭედი პაპის მარჯვენა ხელის არათითს დაამშვენებს და მფლობელის გარდაცვალებამდე მასთან დარჩება.  პაპის სიკვდილის შემთხვევაში ბეჭედი აუცილებლად უნდა განადგურდეს, რომ თავიდან აიცილონ დოკუმენტების შესაძლო ფალსიფიცირება.
ეს ცერემონია ყოველთვის კარდინალების თანდასწრებით ტარდება. ბეჭედს გარდაცვლილი პაპის განსასვენებლის სიახლოვეს, სპეციალური ჩაქუჩით ამტვრევენ და მაინც, ვატიკანის მუზეუმში შეიძლება იხილოთ პაპი ბენედიქტ XVI ბეჭედი, რომელიც 2013 წლის 28 თებერვალს გადადგა.

Кольцо папы Бенедикта XVI

ცნობისთვის ბენედიქტ XVI-ის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ გამაოგნებელი და იშვიათი ნაბიჯია, მაგრამ არა უპრეცედენტო. საეკლესიო სამართლის 332-ე კანონი პაპის გადადგომის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ გადადგომის პროცედურა პაპმა თავისუფლად და შესაბამისი ფორმით მოახდინოს.  ბენედიქტ XVI მეთევზის ბეჭედი, როგორც პაპის ძალაუფლების ატრიბუტი ვატიკანის განკარგულებაში გადავიდა, რომელმაც განადგურების ნაცვლად, ბეჭედი მუზეუმში განათავსა.
პაპის წერილების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, ბეჭედზე ჯვრის ფორმის ნაკაწრები გაჩნდა. ბეჭედი თითქმის ორი საუკუნეა აღარ ასრულებს პაპის ხელმოწერის უტყუარობის დადასტურების ფუნქციას. რაც შეეხება „გადამდგარ პაპს“  ბენედიქტ XVI თავისი საეპისკოპოსო ბეჭედი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.

Кольцо надевают новому папе во время церемонии коронации или интронизации

ვატიკანის უკანასკნელ მმართველთა ბეჭდები

რომის პაპის ყოველი ახალი ბეჭედი იქმნება უნიკალური ესკიზით და იმ ადამიანის მონაწილეობით, რომელმაც ძალაუფლების ატრიბუტი პაპად ყოფნის მანძილზე უნდა ატაროს. თავის დროზე ბენედიქტ XVI უპირატესობა ოვალური ფორმის ბეჭედს მიანიჭა – სწორედ ისეთს, როგორიც ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძრის წინ მდებარე მოედანია. 35 გრამიან ოქროს ბეჭედზე ორი კვირის მანძილზე მანძილზე მუშაობდა ცნობილი იუველირი კლაუდიო ფრანკი რვა ოსტატთან ერთად.

Со смертью папы римского заканчивалась и история кольца рыбака

2013 წელს, რომის ახალმა პაპმა ფრანცისკემ ოქროს ვერცხლი ამჯობინა და ისურვა, რომ მისი მეთევზის ბეჭედი სწორედ ამ მეტალისგან დამზადებულიყო. მიზეზი ასკეტიზმისკენ სწრაფვა გახლდათ, რასაც დღევანდელი პაპიც იზიარებს.

Кольцо папы римского Франциска
წინამორბედებისგან განსხვავებით, პაპი ფრანცისკე ბეჭედს არა ყოველდღიურად, არამედ მხოლოდ საზეიმო შემთხვევების დროს იკეთებდა, თუმცა ეპისკოპოსის ბეჭედს განუყრელად თან ატარებდა. მეთევზის ბეჭედზე გამოსახულება იტალიელი ოსტატის ენრიკო მანფრინის ქმნილება. ბეჭედზე გამოსახულია პეტრე მოციქული ვატიკანის სიმბოლოებთან – სამოთხისა და რომის გასაღებებით ხელში.
საუკუნეების მანძილზე დადგენილი წესების თანახმად, პაპთან მოახლოვებისას, სასულიერო პირები, სახელმწიფოების მეთაურები და უბრალო მოქალაქეები მეთევზის ბეჭედს ეამბორებიან. იგივე ტრადიცია უკავშირდება ეპისკოპოსის ბეჭედსაც. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ტრადიციებს ბოლო ათწლეულში ჰიგიენური მოსაზრებების გამო მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ტადიცია დღემდე გრძელდება.

Традиция целовать кольцо рыбака, возможно, навсегда уйдет в прошлое

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close