სამართალი

„პანდემია ქართველ კრიმინალებს ვერ აფერხებს“ – „დოიჩე ველე“ საიუველირო მაღაზიის ძარცვას ეხმიანება

პანდემია ქართველ კრიმინალებს ვერ აფერხებს”, – წერს გამოცემა “დოიჩე ველე”, რომელიც საქართველოს მოქალაქის მიერ მადრიდის ცნობილი “ერმიტაჟის” ძარცვას ეხმაურება. სტატიაში ვკითხულობთ:

“4 მაისს, საქართველოს 31 წლის მოქალაქემ კონსტანტინე ფ.-მ დემონსტრაციულად გაძარცვა ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია “ერმიტაჟი”.

ადგილი ჰქონდა მძევლების აყვანით განხორციელებულ ძარცვას, ჩხუბს, ვიტრინების მსხვრევას და პანიკას. მიმდებარედ მოხდა მოძრაობის პარალიზება.

“ეს ამბავი მძარცველის დაპატიმრებით დასრულდა,” – წერს DW.

ირკვევა, რომ კონსტანტინე ფ. ესპანეთში ქურდობისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა.

სავარაუდოდ, ახლა მას ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს, რადგან ამჯერად დანაშაული კვალიფიცირდება, როგორც “განსაკუთრებით საშიში შეიარაღებული ძარცვა”.

მადრიდის ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ხოსე იგნასიო ფლორესს არაერთხელ მოუწია საქართველოს მოქალაქეების დაცვა სასამართლოში. მან აღნიშნა, რომ ეს საქმე “არორდინალურია“, რადგან ამ დრომდე ქართველი მძარცველები, როგორც წესი, ძალადობას არ მიმართავდნენ.

წყარო: რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close