რეგიონები

“ოცნების ქალაქში”, მალე, 580 ოჯახი მიიღებს საცხოვრისს

ჩვენ უკვე დასკვნით ეტაპზე ვახორციელებთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას. 580 ოჯახი ძალიან მალე მიიღებს ახალ საცხოვრისს და ასევე, დაიწყება მეორე ფაზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას სრულად დავაკმაყოფილოთ იქ მცხოვრები ოჯახები, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხდა.

მისი თქმით, 1300-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება „ოცნების ქალაქის“ საბოლოო დასრულება. პირველი ფაზა ძალიან მალე მორჩება. დავიწყებთ მეორე ეტაპის განხორციელებას და დაახლოებით 1300-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტ ბავშვს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ახალ საცხოვრისში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close