პოლიტიკა

„ოცნებამ” ჩემი სამსახურიდან გაშვება მოითხოვა, ბრალდება- გახარიასთან მეგობრობა” – ლაშა გვასალია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია  აცხადებს, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

“გაოგნებული ვარ, მეგობრებო, დღეს “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამწუთამდე ვარ, მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება ( გუბერნატორს სთხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა არაფერი დამიშავებია)!!! ბრალდება-გიორგი გახარიასთან მეგობრობა!!! ვაი, თქვენს პატრონს უბედურს!..

ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის ვინ დააფუძნა სამეგრელოში “ქართული ოცნება”, ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები, ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად? ვინ იყო ყველა ნაცური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის წინამძღოლი? ვინ იყო ერთ- ერთი იდეოლოგი “ქართული ოცნებისა”?”- წერს სოციალურ ქსელში გვასალია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close