პოლიტიკა

„ოფისს გადავუფორმებთ რუსულ ოცნებასო“, „რუსული ოცნება“ თუ გგონია, რუსეთს რატომ ნებდები? მიხეილ სააკაშვილის გამო, როგორ შეიძლება რუსეთს დანებდე? – იაგო ხვიჩია

ტყუილ-მართალი ერთმანეთში იხარშება. არა მხოლოდ შიგნით, მიხეილ სააკაშვილის დამცველებშია არასწორი პოზიციები, არამედ მთელს ევროპასაც კი ტყუილში ვაცხოვრებთ , – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მიშა არ არის მთავარი თემა ქვეყანაში. მიშაზე ასეთი ტიპის ყურადღებით მიშას ინტერესსაც ყველაზე მეტად აზიანებენ. რომ არა ასეთი ისტერიკა და სხვანაირი დამოკიდებულება ყოფილიყო, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაც, მაგრამ მედიამ ჩაითრია მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილმა მედია ერთ დიდ ტყუილში, სადაც ტყუილ-მართალი ერთმანეთში იხარშება და არა მხოლოდ შიგნით, მიხეილ სააკაშვილის დამცველებშია არასწორი პოზიციები, არამედ მთელს ევროპასაც კი ტყუილში ვაცხოვრებთ, რაც მგონი ყველასთვის უკვე თვალნათელია.

გამოსავალი არის ბრძოლის დამთავრება. ბრძოლის დამთავრების წინაპირობა რა შეიძლება იყოს? – „ოფისს გადავუფორმებთო რუსულ ოცნებას“ კი არა, რომელიც არაფერში წერია, არც სერიოზულია, არც სწორი. სერიოზულიც რომ იყოს, „რუსული ოცნება“ თუ გგონია, რუსეთს რატომ ნებდები? – მიხეილ სააკაშვილის გამო, როგორ შეიძლება რუსეთს დანებდე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close