საზოგადოება

ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს – იმნაძე

შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ. რაც შეეხება ტესტებს, ბევრი ჭორი გავრცელდა. პირველად რომ გამოჩნდა „დელტა“, მაშინაც იგივე საუბარი იყო, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს. ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც ეს სწრაფი ტესტი კეთდება. თუ ადამიანი უსიმპტომოა, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, მაშინვე არ გაიქცეთ, გადავიდეთ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გაჩენიდან მე-2 მე-3 დღეს, სწრაფი ტესტი კარგად იჭერს. ხან „პისიარიც“ ვერ იჭერს – ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close