საზოგადოება

”ორმოცამდე დედაჩემის სული გაგიყოლებთ ჯალათებო…” – დეა ადამიას დედა გარდაეცვალა

რეალთი შოუ „ჯეო-ბარი 2007“-ს გამარჯვებულ დეა ადამიას დედა გარდაეცვალა. ნაირა ადამია თითქმის ერთი თვე ებრძვოდა კორონავირუსს. დეა სოციალურ ქსელში პერიოდულად წერდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პაციენტი ჯერ „ამტელ ჰოსპიტალში“, შემდეგ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ და ბოლოს „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მკურნალობდა.

„ჯალათებო გაემზადეთ დედაჩემის ორმოცამდე ჩემი დედა ბატონის სული გაგიყოლებთ… ეს იქნება საყოველთაო სიმართლის ზეიმი! მე ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება! ცოცხალი ვერ დავიცავი, რადგან ბრმად ვენდე ჯალათ ექიმებს, მაგრამ მკვდარი მაინც დავიცავი მათი მხრიდან აგდებისგან და დაცინვისგან… ჩემი დედოფალი, დედა ბატონი ჩემივე მიტანილი სუდარით წამოვაბრძანე სახლში.

თქვენც ასე მიაგეთ პატივი სატანების მხრიდან არა ერთ გზის ნაგვემ და ნაწამებ გარდაცვლილ ახლობლებს… არ გააბედინოთ მათი ნაგვის შავ პარკში ჩაყრა! დაიცავით თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე და უფლებები!“ – წერს დეა ადამია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close