სხვადასხვა

ორმეტრიანი ფეხები მაქვს აგერ! ამ უაზრო ხალხს რომ ვუსმინო… – გია სურამელაშვილი თბილისიდან ქუთაისში გადადის საცხოვრებლად

მომღერალი გია სურამელაშვილი ამბობს, რომ სულ არ აინტერესებს, ვინ რას ამბობს მასზე და მთავარია, რომ თავად ძალიან ბედნიერია.

„ყველაზე კარგად, ყველაზე ლამაზად და მიმზიდველად ვარ! სოციალურ ქსელში ყველა მხედავს, როგორც ვარ. არ მაღელვებს, ვინ როგორ განიხილავს< – ამბობს სურამელაშვილი.

ორმეტრიანი ფეხები მაქვს აგერ! ამ უაზრო ხალხს რომ ვუსმინო… 54 წლის გავხდი და ამ ხალხზე რომ მეფიქრა, ვინ რას იტყოდა, ასეთი შემდგარი ვარსკვლავი კი არ ვიქნებოდი! ვიღაც შეუმდგარი, სულელი ადამიანები, კლავიატურის ვირთხები სხედან ჭუჭყიანები, დაუბანლები და ჩემზე წერენ… ზოგზე გავიგე, ვინც წერს ამ რაღაცებს და იმის მერე ვფიქრობ, ისინი, ვინც ამ რაღაცებს წერენ, ადამიანებად არ ითვლებიან. ღვთის მადლით, ნორმალური და კარგი ხალხი კიდევ არის და მათ ვუყვარვარ. უბედნიერესი ადამიანი ვარ და ეგეთი ვირთხები კი ყოველთვის არსებობდნენ.

როგორც ირკვევა, სურამელაშვილს თბილისიდან ქუთაისში სურს საცხოვრებლად გადასვლა.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close