სხვადასხვა

ორი გერმანული კვლევა, ასახავს ტვინის ქსოვილის ანთების მექანიზმებს, რომელიც მუდმივია და ვლინდება მსუბუქი Covid-ის მქონე პაციენტებშიც კი – წერეთელი

ამ ბოლო დროს ფეისბუქზე ისეთი სტატუსები შეგხვდება, ისეთ ტერმინოლოგიას წააწყდები, და რაც ძალიან გასაკვირია ხშირად მანდილოსნებისგან, ისე ამკობენ პიროვნებებს რომ შემოსვლაც კი არ მოგინდება აქ და კითხვაც იბადება რა დაემართა ამ ხალხს. როგორც სტატუსებიდან ჩანს უამრავმა კოვიდ შემთხვევებმა აშკარად დატოვეს თავის კვალი საქართველოში.

ზაზა წერეთელი:

ამ ბოლო დროს ფეისბუქზე ისეთი სტატუსები შეგხვდება, ისეთ ტერმინოლოგიას წააწყდები, და რაც ძალიან გასაკვირია ხშირად მანდილოსნებისგან, ისე ამკობენ პიროვნებებს რომ შემოსვლაც კი არ მოგინდება აქ და კითხვაც იბადება რა დაემართა ამ ხალხს
მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს Biobank-ის კვლევამ აჩვენა ტვინის ატროფია, ნაცრისფერი მატერიის დაკარგვა და კოგნიტური დაქვეითება დაახლოებით 400 ადამიანში, რომლებსაც ჰქონდათ გადატანილი Covid საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, მნიშვნელოვანი წუხილი იყო ამ ვირუსის ტვინზე გავლენის შესახებ. ორი ახალი კვლევა, ორივე გერმანელი მკვლევარების მიერ, ასახავს ტვინის ქსოვილის ანთების მექანიზმებს, რომელიც მუდმივია და ვლინდება მსუბუქი Covid-ის მქონე პაციენტებშიც კი. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო კვლევები რომელიც უბრალოდ Covid-ის გადატანილი ადამიანებს მოიცავდა და არა იმ პირებს, რომლებსაც ხანგრძლივი Covid-ის დიაგნნოზი აქვთ.
მიუნჰენში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა SARS-CoV-2 სპაიკის ცილის გამოხატული დაგროვება თავის ქალას მენინგებსა და ტვინის ქსოვილში. ტვინის პარენქიმაში მხოლოდ სპაიკის ცილა აღმოჩნდა და არა ვირუსის სხვა ნაწილები. ამავე კვლევაში თაგვის მოდელში, როდესაც სპაიკის ცილა შეიყვანეს, იყო ტვინის უჯრედების დაზიანება, სიკვდილი და მუდმივი ანთება. კვლევამ ნათლად აჩვენა რომ როგორც ადამიანებში ისევე თაგვებში სხვა ძვლებისა და ძვლის ტვინისგან განსხვავებით, თავის ქალაში აღინიშნებოდა გამოხატული ანთებითი სურათი, რაც ასახავს ამ ნიშაში ვირუსის რეზერვუარის არსებობას. მიუნხენის კვლევამ მიუთითა SARS-CoV-2 სპაიკის ცილაზე, როგორც ანთებითი პროცესის ძირითად სტიმულატორ კომპონენტზე.
ჰამბურგის კვლევა ჩატარდა ყოვლისმომცველი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) გამოყენებით 11 განსხვავებული მეტრიკის შესაფასებლად და აქაც დაფიქსირდა ტვინის ანთების ნიშნები. ამ კვლევაში ისევე როგორც ადრე ჩატარებულ რამოდენიმე კველვაში გამოჩნდა კავშირი ანთების არსებობას და სიდიდესა და (ცერებროსპინალური სითხის ან სისხლის მარკერების მეშვეობით) ხანგრძლივი Covid ნევროლოგიურ სიმპტომებს შორის, როგორიცაა ტვინის ნისლი, მეხსიერების დაკარგვა, კოგნიტური დაქვეითება და ძილის დარღვევა
ორი ახალი გერმანული კვლევის საერთო თემაა ნეირო-ანთების მდგრადობა, ამადროულად ჰისტოლოგიურად და ვიზუალურად ეს ცვლილებები ვლინდება Covid-ის დაავადებიდან თვეების შემდეგ. ვირუსის ან მისი კომპონენტების მდგრადობა, მაგალითად სპაიკის ცილის, გამოჩნდა როგორც ახალი ახსნა Long Covid-ის არსებობისა პრობლემურ საკითხად ჯერ მაინც რჩება იმ მიზეზის გაგება, თუ რა აგრძელებს თავის ტვინის ანთებით პროცესს დროთა განმავლობაში. მეცნიერებისათვის ასევე კრიტიკულ გამომწვევად რჩება იმის დადგენა თუ როგორ უნდა შეაჩერო ეს პროცესი და შეამსუბუქო ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებსაც აწუხებთ ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანები.
საქმე იმაშია რომ ბევრი კვლევა ადასტურებს Long Covid-ის შემზარავ ზემოქმედებას ტვინში რაც გამოიხატება დამხმარე უჯრედების დაკარგვით, რომელსაც გლიური ეწოდებათ. ამ უჯრედების [ტვინის გლიური უჯრედები არის მიკროგლიები, ასტროციტები და ოლიგოდენდროციტები], დაკარგვა იწვევს ნეირონების ადრეულ სიკვდილს, რაც იწვევს ადრეული დემენციის ნიშნების გამოჩენას ახალგაზრდებშიც კი, რომლებსაც ჰქონდათ მხოლოდ მსუბუქი ინფექციური სიმპტომები მათი კოვიდი ინფექციის დროს
ის თუ რატომ არიან შეშფოთებული მეცნიერები ადვილად ასახსნელია. ამისათვის კმარა თუნდაც რომ გავიხსენოთ პოსტპოლიო სინდრომი (ცნობილი, როგორც PPS), რომელიც ვლინდება მხოლოდ პოლიოვირუსის ინფექციიდან 15-30 წლსი შემდეგ – და რა შეიძლება იყოს ინვალიდობის მიზეზი, და რომელიც ხასიათდება კუნთების ატროფიით, კუნთების ძლიერი სისუსტით, და ქრონიკული ტკივილით. ამ სინდრომის ახსნის წამყვანი თეორია არის პოლიო ვირუსის ან მისი კომპონენტების მდგრადობა. ასე რომ რადგან ამ მომენტისათის ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს SARS-CVoV-2-ის გრძელვადიანი დაკვირვება, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იქნება ვირუსის რეალური გავლენა ტვინის ფუნქციონირებაზე. ამიტომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ამ ვირუსის ძალიან არ სჯერათ მაინც სჯობს ვეცადოთ ყველანაირად რათა თავიდან ავიცილოთ ამ ვირუსის ინფექციები და ხელახალი ინფექციები. როგორც სტატუსებიდან ჩანს უამრავმა კოვიდ შემთხვევებმა აშკარად დატოვეს თავის კვალი საქართველოში?
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close