პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი თუ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთიანობა განპირობებულია მხოლოდ იმით, გვაქვს თუ არა დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის საკითხი, ამ ქვეყანაში ოპოზიციურ საქმიანობას აზიანებს და ზიანს აყენებს ქვეყანას – სამნიძე

ვინც მიიჩნევს, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ნებსით თუ უნებლიეთ, ზიანს აყენებს ოპოზიციასა და ქვეყანას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ, ნონა მამულაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა ოპოზიციის ლუსტრაცია და ოპოზიციაშიც არიან ისეთები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსულ თამაშს თამაშობენ“.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციას შეუძლია, თემატურ საკითხებზე თანამშრომლობა და ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი.

„ნონა მამულაშვილი თუ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთიანობა განპირობებულია მხოლოდ იმით, გვაქვს თუ არა დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის საკითხი, ამ ქვეყანაში ოპოზიციურ საქმიანობას აზიანებს და ზიანს აყენებს ქვეყანას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close