მსოფლიო

ნურსულთან ნაზარბაევმა და მისმა შვილებმა ქვეყანა დატოვეს

ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ყაზახეთი ასევე დატოვეს ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილებმა ოჯახებთან ერთად.

ამ დროისთვის ქვეყანაში რჩება ნურსულთანის ძმა, ბოლათ ნაზარბაევი. აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტი საჯაროდ ბოლოს 27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გამოჩნდა, სადაც ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) არაფორმალურ სამიტში იღებდა მონაწილეობას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close