საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის

მსოფლიოს ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს 3 მაისს 80 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, რომელიც თავად ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელია, ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა, რომელსაც ზედ ეწერა:

“ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!”

ცნობილია, რომ ნონა გაფრინდაშვილი ფეხბურთის დიდი ქომაგია. ის „ბარსელონასა“ და ლიონელ მესის გულშემატკივრობს. “პირველი არხის” ინფორმაციით, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე არგენტინელ ვარსკვლავს საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის, რაშიც მას კომპანია “ზარაფხანა” დაეხმარა.

ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც ლეოსთვის დამზადებული საჩუქარი – მოოქროვილი ფიგურებისგან შემდგარი სამეფო ჭადრაკი – წარადგინეს.

“პირველი არხის” ცნობით, ეს საჩუქარი სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რითაც ქალბატონი ნონა მესის კოპა ამერიკის მოგებას მიულოცავს.

„ მესის მაისურის მიღებისთანავე ვფიქრობდი, თუ საპასუხოდ რა მეჩუქებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კოპა ამერიკის მოგებას შეძლებდა და ამის განსაკუთრებულად მილოცვა მსურდა. სწორედ ამ დროს, “ზარაფხანა” დამიკავშირდა და მაუწყა, რომ მოოქროვილი ჭადრაკის დამზადებას აპირებდა, რაც ჩემთვის სიურპირიზი აღმოჩნდა
ეს იქნება არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი საქართველოს საჩუქარი – ქვეყნის, სადაც 2015 წელს სუპერ თასზე ითამაშა და სადაც ქომაგების სკანდირებდნენ: “მესი! “ბარსა”! ვფიქრობ, ეს საჩუქარი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება“ – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

 

 

ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close